ლეგენდარული მძლეოსანი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

76 წლის ასაკში ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა.

ვიქტორ სანეევი მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

1968, 1972 და 1976 წლების ოლიმპიური ჩემპიონი გასული საუკუნის 90-იან წლებში საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა, სადაც ცხოვრების ბოლო წლები გაატარა.