ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში არაერთი უზუსტობაა, მათ შორის ფაქტობრივი, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ადამიანურ შეცდომებს უნდა უკავშირდებოდეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.

"ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს 30-წლიანი ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. სამწუხაროდ, არის ხოლმე გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მათი მხრიდან ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს. ეს არის ამისი მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ.

ამ განცხადებაში არის უზუსტობები, მათ შორის ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები, რაც ძალიან სამწუხაროა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი უნდა უკავშირდებოდეს ადამიანურ შეცდომებს, მათ შორის ის, რომ საუბარია სამსახურის გაუქმებაზე, რაც არის არასწორი. არავითარი სამსახური არ გაუქმებულა, სინამდვილეში, მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა ორ ნაწილად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები