ყოფილი სამხედროები აცხადებენ, რომ მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის ციხეში არ არის

მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის ციხეში არ იმყოფება, - ამის შესახებ ყოფილ სამხედროებზე დაყრდნობით  ინფორმაციას "მთავარ არხი" ავრცელებს. 

გაუჩინარებული სამხედროს ყოფილი თანამებრძოლები ხელისუფლებისაგან რეაგირებას ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის ამსახველი კადრები. 

"თუ აქამდის ვითხოვდით, რომ მარიონეტულ რეჟიმს გაევრცელებინა მამუკა ჩხიკვაძის დაკითხვის, ან დაკავების კადრები, ახლა უკვე ლოგიკური ეჭვი არსებობს, რომ მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის საპატიმროში საერთოდ არაა. ამას გვიდასტურებს ჩვენი ერთ-ერთი წყარო, რომ მამუკა ჩხიკვაძე ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში არ იმყოფება. რამდენად სწორია და თუ ეს ტყუილია, მაშინ მარიონეტულმა რეჟიმმა უნდა გაავრცელოს მამუკა ჩხიკვაძის დაკავების, დაკითხვის, ან ამდროინდელი მდგომარეობის კადრები", - აცხადებს  გიორგი კასრაძე.  

ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ 12 დეკემბერს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები