ეკა ხერხეულიძე - წამების ფაქტთან დაკავშირებით ხვალ გამოკითხავენ მიხეილ სააკაშვილს

მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხავენ,  - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი აპირებს ჩვენება მისცეს ასევე საპარლამენტო კომისიას, როდესაც ის შეიქმნება.  

ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ამ დროისათვის ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს. 

"წამების ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელს ელოდება და ხვალ გამოკითხავენ მიხეილ სააკაშვილს. მას დიდი იმედი აქვს საპარლამენტო კომისიაასთან დაკავშირებით. ის აპირებს ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას და მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ეს კომისია და უნდა იმუშავოს,  ამ ეტაპზე მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირისა და გაჭირვების დაძლევისაკენ არის მიმართული. მას აქვს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშავარი ამ ახალი წლის დღეებში. ხვალ ელოდება ბატონ რომან გოცირიძეს, რომლისგანაც აინტერესებს ოფიციალური მონაცემები ამ სფეროში, რომელზეც გააგრძლებს შემდეგ მუშაობს",  - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მიეცა ჰოლანდილ ექიმს. 

"2 იანვარს ჰოლანდიელ ექიმს ფსიქო-ნევროლოგს ჰქონდა უკვე ბილეთი აღებული, ის ელოდა თბილისიდან დასტურს იმის შესახებ, რომ ექნებოდა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესააძლებლობა.  ამ დრომდე პასუხი არ ვიცით, მასთან ვერც პირადი ექიმი  შედის. კეთილი ინებოს და სამინისტრომ გააკეთოს განცხადება, თუ არ უშვებენ ამ ადამიანს, რის საფუძველზე აკეთებენ ამას", - განაცხადა ხერხეულიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები