ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს, სადაც ავსტრალიის ღია პირველობაზე აპირებდა  მონაწილეობას. 

ჩოგბურთელი რვა საათი გააჩერეს მელბურნის აეროპორტში და ახლა დეპორტირებას უპირებენ. მან 24 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს ავსტრალია.

ჯოკოვიჩი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სპორტსმენი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ავსტრალიაში პროტესტი და კრიტიკა დაიწყო იმის გამო, რომ ის ვაქცინირებული არაა და ქვეყანაში შესვლის უფლებას მაინც აძლევდნენ. 

მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგნად აღაირებულმა ჯოკოვიჩმა ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში განაცხადა: "პირადად მე ვარ ვაქცინაციის წინააღმდეგი და არ ვისურვებდი, რომ ვინმემ მაიძულოს აცრა, რათა შემეძლოს მოგზაურობა".

ავსტრალიის ღია პირველობაზე დაშვების წინაპირობაა, რომ ჩემპიონატში მონაწილე ყველა პირი და პერსონალი სრულად ვაქცინირებული უნდა იყოს ან გამონაკლისი უნდა მიენიჭოთ ექსპერტთა დამოუკიდებელი კოლეგიის მიერ. 