რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხსაცმელების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, შენობაში არსებული პროდუქციის თითქმის ნახევარი დაიწვა.
მფლობელის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, 10 000 ლარამდეა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.