პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გლდანის ციხეში 3 მსჯავრდებული შიმშილობს

გლდანის  N8 დაწესებულებაში 3 მსჯავრდებული შიმშილობს, - ამის შესახებ Front News-ს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადეს. 

სამსახურის ინფორმაციით, სამივე მოშიმშილე მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების შიმშილობის ფაქტს ადასტურებს. ამ ეტაპზე დაწესებულებაში 3 მსჯავრდებული შიმშილობს, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის („ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“) საფუძველზე მოთავსდნენ. ისინი წარდგენილ ბრალს აპროტესტებენ.

სამივე მსჯავრდებული როგორც მოშიმშილეები, დაწესებულების მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევათ", - განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.

ადვოკატისა და ოჯახის წევრების ინფორმაციით, პატიმრები უკვე 13 დღეა, შიმშილობენ.

მსგავსი სიახლეები