კობა ნაყოფია - მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ივანიშვილის ხელისუფლება, რომ ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება

მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ივანიშვილის ხელისუფლება, რომ ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა კობა ნაყოფიამ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა და მისი ექიმების გარეშე დატოვება დანაშაულია. 

"მას აშკარად გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები.  ეს ისედაც ვიცით, რომ მთელი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის შიმშილობდა, სერიოზული ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას.  გარდა ამისა,  ალბათ, კარგად გახსოვთ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტები. ამას უბრალოდ არ ჩაუვლია. მას რეალურად ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ეს არათუ საყურადღებოა, დღემდე პასუხი არ გვაქვს ექიმის მასთან ვიზიტის თაობაზე. 

უცხოეთიდან არის რამდენიმე ექიმთან კომუნიკაცია, რომელთაც უნდათ, რომ შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ ჯერ პასუხი არ არსებობს, დაუშვებენ თუ არა, ისევე როგორც მის პირად ექიმს. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. 

მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ივანიშვილის ხელისუფლება, რომ ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩემი აზრით, მათ ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეთ. მის მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს დამატებით კვლევებს. მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა არის დანაშაული", - განაცხადა ნაყოფიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.  

"მუშაობს 24 საათი, მას ძილი ისედაც არ ქონდა და მუშაობს დღე და ღამე"- განაცხადა ნაყოფიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები