ილია მეორე - გთხოვთ, იცხოვრეთ ერთმანეთისა და სამშობლოსათვის

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ  თანამემამულეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფთ, საერთოდ, ყველას,  ვისთვისაც ძვირფასია შობის დღესასწაული და ვინც თავს ჩვენი ეკლესიის შვილად მიიჩნევს, - გთხოვთ,  იცხოვრეთ ერთმანეთისა და სამშობლოსათვის, - აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში. 

„ჩვენ, ღვთის განგებით, ერთ სივრცეში,  ერთ პერიოდში იმიტომ მოგვიწია ყოფნა, რომ ამ მოცემულობაში  უნდა გამოვიცადოთ,  უნდა შევძლოთ  ღვთის სადიდებლად „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6.2).

ჩვენი დამოკიდებულება  შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან,  ისევე, როგორც  ჩვენი დამოკიდებულება სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი, გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი,  ცხოველებისა და გარემოსადმი ... უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია. 

ძნელია ასეთ დიდ სივრცეში  იმოქმედო და  შეცდომები არ დაუშვა. ჩვენი ეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორ საქციელს ... ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად  ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს.

უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით,  აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართება იქნება  შესაძლებელი. 

თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან  თვისება რომ  აღმოვფხვრათ,  რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთ ეს მიზნად“, - აცხადებს პატრიარქი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები