ელენე ხოშტარია - ვნახეთ, რომ "ქართული ოცნების" შეუმდგარ პროპაგანდას არავინ უჯერებს

ვნახეთ, რომ "ქართული ოცნების" შეუმდგარ პროპაგანდას არავინ უჯერებს, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ UNESCO-ს მიერ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში  ქართველი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას შეყვანის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, საერთშორისო პრესტიჟულმა ორგანიზაციამ ყველაფერს თავისი  სახელი დაარქვა.

"ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ლექსო ლაშქარავა, ისე როგორც სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში, ჟურნალისტები არიან რეჟიმების მსხვერპლები, ზუსტად ასეთად არის აღქმული ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ. მას პირდაპირ უწერია,  რომ ის არის მოკლული საქართველოში 5 ივლისს. ვნახეთ ძალიან უსუსური, შეუმდგარი პროპაგანდა "ქართული ოცნების" მხრიდან. ექსპერტიზაც კი არ მიუყვანიათ ბოლომდე, ნათლად ჩანს,  რომ არავინ ამას არ უჯერებს. საერთაშორისო პრესტიჟული ორგანიზაციები, რომლებიც ზრუნავენ ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებებზე, მათ ამ ყველაფერს სახელი დაარქვეს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებისათვის", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

UNESCO-ს მიერ გამოქვეყნებულ 2021წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავაა შეყვანილი. მკვლელობის თარიღად 5 ივლისია მითითებული.

აღსანიშნავია, რომ ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, 11 ივლისს კი ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები