გიგი უგულავა - მთავარია პოლიტიკური დასკვნა, რომ 5 ივლისის მოვლენების ლოგიკური შედეგია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება

მთავარია პოლიტიკური დასკვნა, რომ 5 ივლისის  მოვლენების ლოგიკური შედეგია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ იუნესკოს მიერ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში ქართველი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას შეყვანის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უშედეგოა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დეტალებზე აპელირება. 

"მნიშვნელოვანია, ის რომ ლექსო ლაშქარავა მოხსენიებულია, როგორც 5 ივლისის მსხვერპლი. ის განცხადებები, რაც დღეს მოვისმინე, მაგალითად პაპუაშვილისგან, რომ ის ხომ 11-ში გარდაიცვალა და არა 5-ში, ასეთი ტიპის დეტალები...  აქ ხო პოლიტიკური დასკვნა არის მთავარი, რომ ის მოვლენები,  კატასტროფა, რომელიც წაახალისა ხელისუფლებამ, იმის ლოგიკური შედეგია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება",- განაცხადა უგულავამ. 

UNESCO-ს მიერ გამოქვეყნებულ 2021წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავაა შეყვანილი. მკვლელობის თარიღად 5 ივლისია მითითებული.

აღსანიშნავია, რომ ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, 11 ივლისს კი ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები