ირაკლი ზარქუა - ვინ, შალიკო? პარლამენტში?! მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს

"ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლა საპარლამენტო უმრავლესობისთვის არაფერს შეცვლის.

"ვინ, შალიკო? პარლამენტში?! როდესაც ფანჩატურში იკრიბებოდა შალვას ოპოზიცია და ბოიკოტს აცხადებდნენ, მაშინაც ხომ ვამბობდით, რომ ეს შეკრება არ იყო პრინციპებსა და ღირებულებებზე. ვიღაც მოსახლეობაზე იყო განაწყენებული, ვიღაც ერთმანეთზე, ვიღაც განაწყენებული იყო, რომ მანდატი ვერ მიიღო. ეს ადრე თუ გვიან დამთავრდებოდა. ხომ ვთქვით, რომ შემოვიდოდნენ და აჰა! მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს. ეს პირადად ჩემთვის, უმრავლესობისთვის, მოსახლეობისთვის არაფერს შეცვლის.

თუმცა, იმ გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერებს, ვისაც ჰგონია, რომ შალვა არის მხსნელი და გუგავა ყველგან მივა, მათთვის, ალბათ რაღაც შეიცვლება, მათი ხმა გაჟღერდება პარლამენტში. სწორი მიდგომაა, მივესალმები. ვისაც მანდატი აქვს, ყველა უნდა შევიდეს პარლამენტსა და საკრებულოში. ეს ნიშნავს, რომ მცირე ამომრჩევლის ხმას გააჯღერებს“,- განაცხადა ზარქუა.

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები