იენს სტოლტენბერგი - ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას

ნატო-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის თავისუფლებისთვის. ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოებამ ბევრი სარგებელი მოიტანა გასულ ათწლეულში ევროპაში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ ძალით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ მათ სურდათ ნატო-ში გაწევრიანება და გარკვეული პროცესის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ახალი წევრები ალიანსში, ამით დავეხმარეთ ევროპას დემოკრატიის დაცვაში. ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური ქვეყნების მიერ მიღებული დამოუკიდებელი, დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემა.

ჩვენ გასულ წლებში მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ახალ წევრებად მიღებით. ასევე, ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების. როცა ვსაუბრობთ უკრაინასა და საქართველოზე, ჩვენ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით რეფორმების განხორციელების კუთხით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით და მე მჯერა, რომ ნაწილობრივ მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაშვება, რომ რეფორმები არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა შეესაბამებოდნენ ნატო-ს სტანდარტებს. მაგრამ ასევე ეს საქართველოსა და უკრაინის საზოგადოებებს აძლიერებს. მტკიცე და კარგად ფუნქციური საზოგადოება ნაკლებად მოწყვლადია რუსეთის ჩარევისგან. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები