ვატო წერეთელი - ჩვენივე დაქირავებულ ექსპერტს არ უცნობებია არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ

ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს,  რომ "დასკვნა" სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა, - ამის შესახებ ტელეკომპანია " პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე თქმით, ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე „ტვ პირველმა“ დაიქირავა და საკვირველია,  რომ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შესახებ  მან დამკვეთს არ აცნობა.

"ლექსოს საქმეში ექსპერტი გეჯაძე დაიქირავა ტვ. პირველმა, ხელშეკრულება გააფორმა ტვ პირველთან. ბატონი გეჯაძე ახლა ამტკიცებს,  რომ 30 დეკემბერს ლექსოს სიკვდილის მიზეზებზე ხელი მოაწერა სახელმწიფო ექსპერტიზის (სამხარაულის) საბოლოო დასკვნას, თუმცა ეს დასკვნა დამკვეთს დაუმალა!!!

დასკვნას ხელი მოეწერა 30-ში, არ გვითხრა არც იმ დღეს არც, 3, 4, 5, 6 იანვარს. ამ ფურცლის არსებობის ამბავი გავიგეთ გუშინ სამთავრობო მედიის ვებ გვერდიდან.

ჩვენთვის ჩვენივე დაქირავებულ ექსპერტს არ უცნობებია არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ.

ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს რომ "დასკვნა" სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა", - წერს წერეთელი.

"ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე  ფარულავა "იუნესკომ" მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა, რის შემდეგაც ცბობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნის არსებობის შესახებ, რომელიც შსს-ს მტკიცებით, უწყებას 30 დეკემბერს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები