თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთი მკაცრი სანქციების წინაშე აღმოჩნდება, თუ უკრაინაში შეიჭრება

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, - ამის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან სატელეფონო ბრიფინგზე განაცხადეს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, რუსული იურიდიული პირების მიმართ სანქციების გარდა, სერიოზული შეზღუდვები შეიძლება, დაწესდეს აშშ-დან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულ პროდუქტებზე, ასევე აშშ-ის იურისდიქციას დაქვემდებარებულ უცხოური წარმოების საქონელზე. 

ოფიციალური პირების განცხადებით, ვაშინგტონმა რუსეთის ფედერაცია შეიძლება, შეიტანოს იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებსაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვთ დაწესებული ექსპორტის კონტროლზე. ამ სიაში უკვე შედიან კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.

მსგავსი სიახლეები