ვლადიმერ კოზლოვი - რუსეთი ცდილობს, ჩვენი ქვეყნის მიწა მიიერთოს, ისევე როგორც უკრაინის, საქართველოს და შექმნას ე.წ. ახალი საბჭოთა კავშირი

ყაზახი ოპოზიციონერი ვლადიმერ კოზლოვი აცხადებს, რომ ყაზახეთში არსებული სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება და მთავრობა მის დასტაბილურებას ვერ შეძლებს. 

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კოზლოვი აღნიშნავს, რომ გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ქვეყანაში გულწრფელი პროტესტის გამო გამოვიდნენ, ახლა ქალაქებში კარგად მომზადებული ჯგუფებიც დადიან. 

"ადამიანები გულწრფელი პროტესტით გამოვიდნენ, ისინი თხევადი აირის ფასს აპროტესტებდნენ, თუმცა იყვნენ ძალები, რომლებიც ღილაკის დაჭერას ელოდნენ. ისინი წინასწარ მოამზადეს და სამოქალაქო პროტესტს ელოდნენ, რომ საკუთარი თამაში წამოეწყოთ", - აღნიშნა მან. 

კოზლოვმა ასევე ისაუბრა ОДКБ-ს როლზე მიმდინარე მოვლენებში და განაცხადა, რომ რუსეთმა სიტუაცია კარგად გამოიყენა და ცდილობს ახალი საბჭოთა კავშირი შექმნას.

"რუსეთი ცდილობს, ჩვენი ქვეყნის მიწა მიიერთოს, ისევე როგორც უკრაინის, საქართველოს და შექმნას ე.წ. ახალი საბჭოთა კავშირი. ეს სიტუაცია კარგად გამოიყენეს, ხელი მათ ტოკაევმაც შეუწყო, რომელიც კრემლის მოკავშირეა. რუსეთი ამ გზით ყაზახეთში დიდხანს დარჩება და ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ყოველთვის პრობლემა იქნება", - განაცხადა ოპოზიციონერმა.

2 იანვარს საწვავის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა. ვითარება ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია.  

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის აქციების მიმდინარეობისას დაკავებულია 6 000-მდე ადამიანი. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

10 იანვარი ყაზახეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები