ნიუ იორკში ხანძარს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვია

ნიუ იორკში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვია. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრონქსის უბანში მდებარე 19-სართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად, სულ მცირე 63 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 32-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე ცნობით, ხანძარი სავარაუდოდ, გაუმართავმა ელექტროგამათბობელმა გამოიწვია.

ცეცხლის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე მუშაობდა. 

ხანძრის ადგილზე იმყოფებოდა ნიუ იორკის მერი ერიკ ადამსი.

"ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარი, რაც ჩვენ ვნახეთ თანამედროვე დროში აქ, ქალაქ ნიუ იორკში“, – განაცხადა ადამსმა.

უახლესი ამბები