დავით სიხარულიძე - რასაც რუსეთი ითხოვს, არანაირ ფარგლებში არ ჯდება

რასაც რუსეთი ითხოვს, არანაირ ფარგლებში არ ჯდება, წინააღდეგობაში მოდის საერთშორისო ურთიერთობების საბაზისო პრინციპებთან და ევროპული უსაფრთხოებისთვის დამანგრეველია, - ამის შესახებ პარტია "დროას" წევრმა, დიპლომატმა დავით სიხარულიძემ რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა, რომლის  პირველი რაუნდი გუშინ ჟენევაში გაიმართა.

დავით სიხარულიძის თქმით, რუსეთის კატეგორიული მოთხოვნა, რომ უკრაინასა და საქართველოს უარი ეთქვას ნატოში გაწევრიანებაზე, არ შეიძლება მოლაპარაკების თემა იყოს.  

"გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზეც ითქვა, რომ მთლად მოლაპარაკებასაც ვერ დაარქმევ ამ შეხვედრას.  ეს იყო საუბარი,  გრძელი, მძიმე,  8-საათიანი საუბარი, რომელიც შეეხებოდა ევროპულ უსაფრთხოებას. ბუნებრივია, რასაც რუსეთი ითხოვს, არანაირ ფარგლებში არ ჯდება,  ეს არის უხეში დარღევა და წინააღმდეგობაში მოდის საერთშორისო ურთიერთობების საბაზისო პრინციპებთან და ევროპული უსაფრთხოებისთვის არის დამანგრეველი. ძალიან მნიშვნმელოვანია,  რომ გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტმაც ვრცელი განცხადება გააკეთა, სადაც ძალიან გარკვევით, ერთმნიშვნელოვნად იყო ნათქვამი, რომ მოლაპარაკების თემა ვერასოდეს გახდება ის, რომ მესამე სახელმწიფოს შეეძლოს ვინმეს კარი მიუხუროს ნატოში. ღია კარის პოლიტიკა არის ნატოს საფუძველში ჩადებული. მეორე არის ის,  რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ შეუშლის ხელს შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების ურთიერთობას, მაგალითად, უკრაინის ან საქართველოს ურთიერთობას. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ეს არც არის და არც იქნება რაიმე მოლაპარაკების თემა. 

საკითხი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მაგალითად აფხაზეთის, ოსეთის, ან უკრაინის ნაწილის ოკუპაციის საკითხები, ეს მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას ეხება. იმ შემთხვევაში თუ ძირითადი პრინციპები იქნება დარღვეული, ეს არ იქნება მისაღები არც აშშ-სთვის და არც ევროპისთვის. ეს გზავნილი იყო მკაფიო", - განაცხადა სიხარულიძემ.

მისი თქმით, რუსეთს ყველაზე უსაფრთხო საზღვრები სწორედ ნატოში შემავალ ქვეყნებთან აქვს. 

"რუსეთს პოზიციას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, არანაირი საფრთხე რუსეთს ნატოსგან არ ემუქრება, პირიქით, ყველაზე სტაბილური საზღვრები რუსეთს აქვს სწორედ ნატოს წევრ ქვეყნებთან. ნატოს გაფართოების ყველა ტალღამ მოიტანა ის, რომ ევროპა გახდა უფრო სტაბილური, უფრო უსაფრთხო და უფრო მდიდარი. ეკონომიკური განვითარება ძალიან მჭიდროდ არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული", - განაცხადა სიხარულიძემ. 

რაც შეეხება  ქართული სახელმწიფოს "მდუმარე" პოზიციას, სიხარულიძის თქმით, სამწუხარო იქნება, თუ  ქვეყანა ამ შანსს ხელიდან გაუშვებს. 

"ნატოში საქართველოს გაწევრიანება არ არის ერთი პარტიის საქმე, ეს არის საქართველოს მოსახლეობის მკაფიოდ გამოხატული ნება და კეთილი უნდა ინებოს მთავრობამ და ამის აღსრულებაზე იმოქმედოს. ძალიან სამწუხარო იქნება თუ ჩვენი უმოქმედობით ამ შანსს ხელიდან გავუშვებთ",- განაცხადა სიხარულიძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები