მიხეილ სარჯველაძე - ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ იყო, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა

ფაქტები სადაო არ გამხდარა და ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ იყო ამ პერიოდის განმავლობაში, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოცხადებული განაჩენის კომენტირებისას განაცხადა.

"მე რამდენადაც მოვისმინე, კვალიფიკაციის საკითხი დადგა, რომელიც განსხვავებულად შეაფასა სასამართლომ. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, იმ ფაქტის დადასტურებას, რომელიც ჩაითვალა რომ არის დანაშაულებრივი, პრობლემა არ ჰქონია სხდომის მიმდინარეობისას და განხილვების პროცესში. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, რა ჰქვია ამას თაღლითობა, ფულის გათეთრება თუ კიდევ სხვა რამ, ამაზე აღმოჩნდა განსხვავებული შეხედულებები და სასამართლომ თქვა, რომ ეს არის არა ამ კატეგორიის, არამედ სხვა კატეგორიის დანაშაული, ოღონდ დანაშაულია ორივე შემთხვევაშიო.

ფაქტები სადაო არ გამხდარა და ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ იყო ამ პერიოდის განმავლობაში, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა. არანაირი მიზეზი პოლიტიკური დევნისა, პოლიტიკური მოტივაციისა და ა.შ. ვფიქრობ, ობიექტურად, უბრალოდ, აღარ მოიპოვება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები