ჟოზეფ ბორელი - რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს გააკეთა საქართველოში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთმა დაარღვია ფუნდამენტური უფლებები საქართველოში და ახლა იგივეს უკრაინაში აკეთებს.

"არსებობს სამი პრინციპი, რომელსაც რუსეთი წარსულში დაეთანხმა და ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პირველი არის ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ, სურთ თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, შეთანხმებასა თუ ალიანსში ყოფნა, როგორც ეს პარიზის ქარტიით არის განსაზღვრული. ამ ფუნდამენტური პრინციპის ეჭვქვეშ დაყენებით მოსკოვი იქცევა, როგორც რევიზიონისტული ძალა. რუსეთის თვალთახედვით, ეს აკრძალვა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ ქვეყნებს ეხება, არამედ ევროკავშირის წევრ შვედეთსა და ფინეთსაც.

მეორე და მესამე არის ძალის გამოუყენებლობა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არღვევს ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს უკრაინაში, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში. რუსეთი არა მხოლოდ განცხადებებს აკეთებს, არამედ ამას თან ურთავს მზარდ სამხედრო ზეწოლას უკრაინის საზღვარზე და ემუქრება კიევს ახალი ინტერვენციით, ვიდრე მოსკოვის ყველა მოთხოვნა არ შესრულდება“, – წერს ჟოზეფ ბორელი.

მისივე თქმით, რუსეთი ემუქრება უკრაინას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას. 

"ჩვენ უნდა გამოვიდეთ მკაფიო პოზიციით, თუ რისი მიღწევა გვსურს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გარშემო მიმდინარე დისკუსიებზე. მეტიც, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და წვლილი შევიტანოთ პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ, ევროპელები უნდა ვიყოთ ერთიანები და მოვახდინოთ ჩვენი პასუხის ფორმულირება იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი აასრულებს მუქარას უკრაინისადმი ან ევროპის უსაფრთხოების წესრიგისადმი“ – წერს ბორელი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები