პროკურორი - ამ ეტაპზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთით შემოვიდა და ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება - ამის შესახებ  საქმის პროკურორმა  ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით,  ამ ეტაპზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. 

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთით შემოვიდა და ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება.

სასამართლო პროცესზე დაიკითხა ელგუჯა ცომაია, რომელმაც დეტალურად განმარტა ვინ სთხოვა დახმარება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ შემოეყვანა სახელმწიფო საზღვარზე. დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავოდ გახადა, რაც ნიშნავს, რომ აღარ მოხდება სხვა მოწმეების დაკითხვა.

ბრალდებულის აღიარება და ჩვენების მიცემისას გამოძიებასთან თანამშრომლობა წარმოადგენს სასჯელის დანიშვნისას შემამსუბუქებელ გარემოებას, რაც ვრცელდება როგორც ელგუჯა ცომაიაზე, ასევე მიხეილ სააკაშვილზეც. ამ ეტაპზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილს საქმესთან დაკაშირებით არ უსაუბრია, რაც დანაშულის აღიარებაა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები