ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის

ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს აღარ იკავებს. 

მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად კონტრაქტის ამოწურვა სახელდება.

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, წულაძეს შეუძლია კონკურსში მონაწილეობა ხელახლა მიიღოს. 

"ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები, თუ ის სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებსაც ვადა გაუვიდათ და ზოგიერთი მათგანი ხელახლა აპირებს კანდიდატობას, შემოიტანს განაცხადებას და მისი განაცხადიც როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

აღსანიშნავია, რომ ლევან  წულაძე  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორია.

მსგავსი სიახლეები