სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის ციხესთან სახელმწიფო დროშებით მივიდნენ

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის ციხესთან მივიდნენ.  ისინი პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ პერფორმანს მართავენ.  

სამოქალაქო აქტივისტის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, სახელმწიფო დროშებით აქტივისტები რუსთავის ციხესთან მთელი დღის მანძილზე იქნებიან. 

"დღეს მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის ციხესთან სახელმწიფო დროშებით მოვლენ, ჩვენ პირველი ნაწილი ვართ, შემდეგში კიდევ მოვლენ ჩვენი მეგობრები. სიმბოლურია, რომ სახელმწიფო დროშის დღეს, პრეზიდენტი, რომელმაც ეს სიმბოლიკა შექმნა, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, დღეს არის ციხეში კრემლის საამებლად, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ და სიმბოლურად საქართველოს ეროვნული დროშებით მოვდივართ მთელი დღის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები