სასამართლომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ქეთევან ბაკარაძის მიმართ ცილისმწამებლური დოკუმენტის უარყოფა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრის  ქეთევან  ბაკარაძის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მისი მისამართით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცილისწამებად და ღირსების შემლახველად ცნო. 

როგორც Front News-ს  ქეთევან  ბაკარაძის ადვოკატმა  უჩა ქირიამ განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატებს დაავალა, უარყონ მათ მიერვე გავრცელებული ცილისმწამებლური დოკუმენტი. 

"სასამართლომ აღიარა ეს დოკუმენტი ცილისწამებად და უმაღლესი საბჭოს ამ კონკრეტულ წევრებს დაავალა, რომ მათი უარყოფა მოახდინონ იგივე გზით, როგორითაც გაავრცელეს. მათ უნდა მიმართონ აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და უარყონ მათ მიერ გავრცელებული დოკუმენტი", - განაცხადა ქირიამ.

მისივე განმარტებით, ეს არის საკმაოდ ვრცელი,  ანონიმური წერილების სტილში შედგენილი  დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 2019 წლის აგვისტოში შეადგინეს, ვითომდა,  დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, რეალურად კი  დროებითი საგამოძიებო კომისია საერთოდ არ შექმნილა. დოკუმენტში შედის  ქეთევან  ბაკარაძის შესახებ 5 განცხადება, მათ შორის არის მსგავსი შინაარსის, რომ თითქოს მან ერთ-ერთ ქალაბატონს  6 საათით  თავისუფლება შეუზღუდა, ოთახში ჩაკეტა. დოკუმენტში მოყვანილი  ფაქტები არ დადასტურდა, ასევე  ხელმომწერად მითითებულმა ერთ-ერთმა პირმა გააპროტესტა და თქვა, რომ რომ მას ხელი არ მოუწერია. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე 2019 წლიდან განიხილებოდა. 

ქეთევან ბაკარაძემ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა 2021 წლის ივნისში დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები