მთავრობის ადმინისტრაციასთან დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ყურადღებას არ აქცევენ, ამიტომ მთავრობის კანცერლარიასთან გადმოინაცვლეს.

დევნილები, რომლებიც ავარიულ შენობაში არიან განთავსებული, ალტერნატიულ ფართებს ითხოვენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ფორმით,  შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან. 

"ჯანდაცვის სამინისტროდან არავინ გვაქცევს ყურადღებას, ერთადერთი რაც დაგვრჩა არის, მოვიდეთ კანცელარიის წინ, მშვიდობიანად. მოვითხოვთ  საყოფაცხოვრებო ბინებით დაკმაყოფილებას, თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება, მივმართავთ უკიდურეს ფორმას და დავიწყებთ შიმშილობას", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დევნილებს უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი დაეტოვებინათ.

აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ დღესვე კიდევ ერთი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართონ.

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები უკვე რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ. 12 იანვარს აქცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მის ნაცვლად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდათ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები