აუდიტის ანგარიშის თანახმად, ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი 863-ჯერ ჩაასხეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ბიუჯეტის ფულით ავტომანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი 863-ჯერ ჩაასხეს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, მსგავსი შემთხვევა 44 მანქანაზე გამოვლინდა.

2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 601,2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი. რაც შეეხება მოცულობის გადაჭარბება, ამ მანქანებში ჯამურად ჩასხმულია 145,1 ათასი ლარის ღირებულების, 71,908 ლიტრი საწვავი. ასევე შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები