პეტრე ცისკარიშვილი - “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტს გარეთ ყოფნა დამატებით კომფორტს უქნის "ქართულ ოცნებას“

“ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტს გარეთ ყოფნა დამატებით კომფორტს უქნის „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ პარტიის ახლადარჩეულმა გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, პარტიამ უნდა გამოიყენოს ყველა ტრიბუნა, რომ საზოგადოებას დაანახოს თავისი ხედვა და ამხილოს „ქართული ოცნება“. 

"ვთვლი,  რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა მუშაობდეს,  მათ შორის პარლამენტშიც. უნდა იყენებდეს ნებისმიერ პლატფორმას, დაწყებული საკრებულოებიდან, გაგრძელებული პარლამენტით, დამთვრებული ქუჩის პროტესტით და, რა თქმა უნდა, მასმედიის საშუალებს იმისთვის,  რომ ხალხთან იყოს კომუნიკაციაში, ამხილოს "ქართული ოცნება" და დაანახოს საზოგადოებას ჩვენი ხედვა და ალტერნატივები... 

ის,  რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის პარლამენტს გარეთ, უკვე 6 თვეა, პრაქტიკულად, ვთვლი, რომ დამატებით კომფორტს უქნის "ქართულ ოცნებას", რადგან დისკუსია და პაექრობა შემსუბუქებულია.  რა თქმა უნდა,  სხვა ოპოზიციონერები, რასაც ახერხებენ, აკეთებენ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" იქ ყოფნა  გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა პოლიტიკური პროცესითვის, საზოგადოებისთვისაც და მეტი დისკომფორტის შექმნა  იქნებოდა იმ პლატფორმაზეც - საპარლამენტო დარბაზში "ქართული ოცნებისათვის",  - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველთან“ ჩართვისას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები