"ნაციონალურ მოძრაობაში" 12 წევრისგან შემდგარი სამდივნო შეიქმნება

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიულ განახლებაზე მუშაობა გრძელდება. სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი შეიცვალა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პარტიაში ახალი სამდივნო ყალიბდება, რომელიც 12 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული. თუ ვინ იქნებიან ახალი სამდივნოს წევრები, მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

სამდივნოს შექმნა და დაკომპლექტება ცვლილებების მორიგი ეტაპია. "ნაციონალური მოძრაობაში" განხორციელებული ცვლილებების შედეგად, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფია აირჩიეს, გენერალურ მდივნად კი პეტრე ცისკარიშვილი. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები