თამარ გაბუნია - არავის გვაქვს გარანტია, რომ ეს შტამი მუტაციას არ გააგრძელებს და სამომავლოდ ახალი სახით არ ჩამოყალიბდება

"ომიკრონის“ გავრცელება საყურადღებოა იმიტომ, რომ მას შეუძლია რეინფიცირება. თუ ადამიანმა კორონავირუსის სხვა შტამები გადაიტანა, მას იმის გარანტია, რომ „ომიკრონი“ აღარ შეხვდება, არ აქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

"შესაძლებელია, „ომიკრონი“ ვაქცინირებულებშიც გავრცელდეს, მაგრამ მთავარი განსხვავება არის ის, რომ თუ ადამიანი ვაქცინირებულია, დაავადების ხასიათი იქნება ძალიან მსუბუქი. ახალი ვაქცინაზე მუშაობას ყველა დიდი მწარმოებელი აგრძელებს, რომელიც იქნება „ომიკრონზე“ მეტად მორგებული. არავის გვაქვს გარანტია, რომ ეს შტამი მუტაციას არ გააგრძელებს და სამომავლოდ ახალი სახით არ ჩამოყალიბდება. ვაქცინის მწარმოებლები ამ მოსალოდნელ რისკებსაც ითვალისწინებენ, რომ ახალი ვაქცინა იყოს მეტად ფართო დაფარვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები