ვიქტორ დოლიძე - საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ამ პროცესში მესამე მხარე ვერ ჩაერევა

არავინ აპირებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის დახურვას და ამაზე მსჯელობის შეწყვეტას და ამავე დროს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების უკან წაღებას. საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს არის საქართველოს, უკრაინის და ნატოს გადასაწყვეტი. ამ პროცესში მესამე მხარე ვერ ჩაერევა, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „იმედთან“ განაცხადა. 

"ამ ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ჩამოსვლა და ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი. შეხვედრა გაიმართება ნატოს ელჩებთანაც. პოლონეთის მისიაში გაიმართება შეხვედრა პოლონელების შემოთავაზებით. მე მათ ამისათვის მადლობას მინდა გადავუხადო. ამ შეხვედრაზე იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჩვენი მოკავშირე ბალტიისპირეთის ქვეყნები, ცენტრალური, აღმოსავლეთი თუ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები იქნებიან წარმოდგენილი. ძალიან საინტერესო კონსულტაციები გაიმართება მომავალი ნაბიჯების განსახილველად”, - განაცხადა დოლიძემ. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი ხვალიდან იწყება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები