დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

2022 წლის 17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დაწყებულ დიალოგის ფარგლებში მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვა. შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებული გართულებული გარემო. 

წლის დასაწყისშივე ნატო-ს შტაბ-ბინაში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ასპირანტ საქართველოს ნატო-ს დღის წესრიგში საგულისხმო ადგილი უკავია", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები