იენს სტოლტენბერგი - მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, ძალა ისევ გამოიყენოს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთისგან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენების საფრთხე რეალურია, იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთს მანამდეც გამოუყენებია სამხედრო ძალა უკრაინის, საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ.

"ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ძალები, გვესმის მუქარის შემცველი რიტორიკა. მათი განცხადებით, თუ არ გავაკეთებთ იმას, რასაც ისინი გვეუბნებიან, ჩვენ სამხედრო და ტექნიკური შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით, რაც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენების მუქარას გავს. 

ჩვენ ასევე ვიცით რუსეთის ისტორია, რუსეთს მანამდეც გამოუყენებია სამხედრო ძალა მეზობლების - უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, ყველა ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საფრთხე რეალურია, ამიტომ, მნიშვნელოვანია ვაწარმოოთ დიალოგი, მაგრამ ასევე მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, ძალა ისევ გამოიყენოს და ნათლად გავაცხადოთ, რომ ამას მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება", - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები