მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე თუშეთიდან თელავში საავადმყოფოში გადაიყვანეს

საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე თუშეთიდან თელავში საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მოქალაქეს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად, დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება. 

შეტყობინებაზე რეაგირება ინფორმაციის მიღებისთანავე მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. რთული კლიმატური პირობების და საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, გადაწყდა სამაშველო ოპერაციის ვერტმფრენის საშუალებით ჩატარება. უმოკლეს დროში, ომალოს მიმართულებით თბილისიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრნენ სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. 

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, მოქალაქე უკვე გადმოყვანილია თელავის საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩენენ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.