ნიკა ჩიტაძე - პეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებული საკითხები უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებული საკითხები უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი,  - ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, პოროშენკო, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს რეიტინგს,  იმედოვნებს,  რომ კვლავ შეძლებს პრეზიდენტის პოსტის მიღებას. 

"მას ამოძრავებს სურვილი,  კიდევ გახდეს პრეზიდენტი. იმედოვნებს,  რომ  რუსული აგრესიისა და პანდემიურ პირობებში, ზელენსკი ვერ გადაჭრის სოციალურ-ეკონომიკურ ამოცანებს. გარდა ამისა, უკრაინის ერთ-ერთი პრობლემა უკავშირდება კორუფციას.  

აღსანიშნავია, რომ პეტრო პოროშენკო ფლობს მნიშვნელოვან ფინანსურ კაპიტალს. ის ითლება პროდასავლურ ლიდერად,  რუსეთს აკრიტიკებს, მაგრამ ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს ფლობს რუსეთში", - განაცხადა ჩიტაძემ. 

მისი თქმით, პოროშენკოს თუ დააკავებენ, ეს ის გააგრძელებს ბრძოლას,  რაც მის რეიტინგს კიდევ უფრო გაზრდის.

"უკრაინაში სასამართლო უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე საქართველოში,  მგონია,  რომ სასამართლო თავის სიტყვას იტყვის, ვფიქრობ,  მას ახლა არ დააკავებენ. თუ დააკავებენ, შემდგომ ინსტანციებში იბრძოლებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მის რეიტინგს.  ეს უფრო პოლიტიკური ბრძოლაა,  ვიდრე სამართლებრივი", - განაცხადა ჩიტაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები