"ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სსიპ "ბაკურიანის განვითარების სააგენტოს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით ეკატერინე ორჯონიკიძე დაინიშნა. 

ეკატერინე ორჯონიკიძე, 2019 წლის იანვრიდან 2021 წლის ბოლომდე სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პირველადი სტრუქტურული ერთეულს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ხოლო, 2018 წელს იყო საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 2014 წლიდან დღემდე საქართველოს სათხილამურო ფედერაცის ვიცე-პრეზიდენტი.

2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს საელჩოს ჩეხეთის რესპუბლიკაში მრჩეველად განათლებისა და კულტურის საკითხებში.

2010-2012 წლებში მუშაობდა გერმანული ენის პედაგოგად, ქალაქ თბილისის ევროპულ სკოლაში.

2005-2012 წლებში იყო გერმანული ენის კათედრის ხელმძღვანელი, კერძო სკოლა-კომპლექს "სადუნში“. 

1992 - 2001 წლებში მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში გერმანული ენის პედაგოგად. 

1991-1992 წლებში მუშაობდა თბილისის მე-4 გიმნაზიაში, გერმანული ენის პედაგოგად.

2016 წელს ეკატერინე ორჯონიკიძემ დააფუძნა ქალთა საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ქალები ქალისთვის". 

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანისტიკა, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები