ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა გენერალურ პროკურატურასთან განაცხადა, სადაც უფლებადამცველებს განცხადება შეაქვთ.

"აქ ვიმყოფებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, რომ გენერალურ პროკურატურაში შევიტანოთ განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ, როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლის. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის,  რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე - ეს არის სახელმწიფო ინსპექტორი.

სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში,  ესაა ამ არაადამიანური მოპყრობის, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ, წამების ამსახველი მთელი ვიდეო მასალა - სრული მარშრუტი. 
ასევე მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორს და სახალხო დამცველს, აღნიშნულთან დაკავშირებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია",- განაცხადა გვარამიამ. 

მისივე თქმით, არ აქვთ ილუზია, რომ დაზარალებულად იქნებიან ცნობილი, ამიტომ  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს, მის ხელთ არსებული სრული ვიდეომასალა გამოაქვეყნოს, სადაც მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებაა ასახული.

ნიკა გვარამიას თქმით, ამ მასალების გამოქვეყნებაზე მესამე პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები