ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოშიც იგეგმება

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების  სააპელაციო სასამართლოს გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაც იგეგმება, -  აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები იურისტებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით 31-მუხლის მეცხრე პუნქტს, სწორედ ამიტომ იურისტები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომზადდეს.

"თავისთავად ის, რომ მოსამართლემ თითქოს ჩვენ ხანდაზმულ დანაშაულში გაგვამტყუნა, რომელზეც მსჯელობაც კი არ ყოფილა და რომლის გამოძიება არ ჩატარებულა, ეს მათ მხოლოდ იმის გამო გააკეთეს, რომ ეთქვათ, რომ სასამართლომ გაგვამტყუნა. ეს დაუშვებელი პრეცედენტია და ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ის სრულად გაქარწყლდეს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები