მოქალაქეებმა ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლების მხარდასაჭერად თანხა შეაგროვეს

მოქალაქეებმა ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომლების მხარდასაჭერად ფული შეაგროვეს. "ელენე ბაქრაძე - დარიანის“  წიგნში გაპარული შეცდომების გამო თანხის უკან დასაბრუნებლად და ახალი ვერსიის გამოსაცემად  მითითებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა გრძელდება, თუმცა შეგროვებული თანხა საჭიროზე ბევრად მეტია. 

თანხის შეგროვებას ორგანიზება საინიციატივო ჯგუფმა გაუკეთა. 

"საზოგადოებას მოეხსენება, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოითხოვა „ელენე ბაქრაძე - დარიანის“ ლიტერატურის მუზეუმში დარჩენილი ტირაჟი. ვინაიდან საზოგადოებაში წიგნით დაინტერესება ძალიან დიდია, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად.წიგნის 500 ეგზემპლარი მუზეუმმა 6280 ლარად დაბეჭდა. ეს თანხა ლიტერატურის მუზეუმმა უკან უნდა დაუბრუნოს კულტურის სამინისტროს. ამდენივე თანხა იქნება საჭირო ახალი ტირაჟის დასაბეჭდად - სულ შესაგროვებელია 12560 ლარი", - სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ საჭირო თანხა რამდენიმე საათში შეგროვდა.

წიგნში გაპარული შეცდომემის გამო როგორც კულტურის სამინისტროს წერილში იყო აღნიშნული, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელს ლაშა ბაქრაძეს  მძიმე პასუხისმგებლობის დაკისრება ემუქრება. 

ელენე ბაქრაძის წიგნის წარდგენა 2021 წლის 23 დეკემბერს ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ წიგნი გამოიცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ და პროექტის „თბილისი - წიგნის დედაქალაქი“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები