გია ვოლსკი - ამ კაცს სამონასტრო არც ადრე და არც ახლა არაფერი ეტყობა

დანაშაულის ეს ხარისხი შინაპატიმრობას არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზის განცხადებას, რომელიც სახელმწიფოს სთავაზობს, რომ სააკაშვილი მის ეპარქიაში შინაპატიმრობაში იყოს. 

"ამ დონის დანაშაულისათვის კანონი შინაპატიმრობას ან სამაჯურით გაშვებას არ ითვალისწინებს. კანონი ერთია და თუ იქ რაღაც რელიგიურ მოქცევას ან სინანულში ჩავარდნას გულისხმობს მეუფე, ეს მეორე საკითხია, რაშიც ყველა ექსპერტი ვერ იქნება. ამ კაცს [სააკაშვილს] სამონასტრო არც ადრე და არც ახლა არაფერი ეტყობა. 

არ მინდა სარკასტული ვიყო, მაგრამ რეალურად ადამიანზეა ლაპარაკი, რომელმაც ათასობით ადამიანს და მთელ სახელმწიფოს სიცოცხლე გაუმწარა, გადაიარა ოჯახებზე. სისხლის გუბეები დააყენა. რეალურად მოახდინა ის, რასაც ოკუპაცია ჰქვია და ახლა ამ ადამიანზეა საუბარი, რომ ის წავა მონასტერში და მოინანიებს - გაგიგონიათ მისგან მონანიების სიტყვა?“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები