აკაკი მინაშვილი - ეს რომ ყოფილიყო საქართველოში და ამის მაგალითი გვაქვს, ბუნებრივია, პოროშენკოს დააკავებდნენ

ეს რომ ყოფილიყო საქართველოში და ამის მაგალითი გვაქვს, ქართველი მმართველობისა და იმ მენტალობისგან,  რაც დღეს არის ივანიშვილის მხრიდან, ბუნებრივია, პოროშენკოს დააკავებდნენ, რაც მოხდა კიდეც სააკაშვილის მიმართებაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ფაქტმა, რომ უკრაინის სასამართლლომ ყოფილი პრეზიდენტის დაკავების გადაწყვეტილება არ მიიღო, კიდევ ერთხელ აჩვენა რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის მმართველობას შორის.  

"ამ ფაქტმა, რაც უკრაინის სასამართლომ მიიღო,  კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების  და მისი პრეზიდენტ ზელენსკის სურვილია, რომ ქვეყანა დაიძრას ევროპისაკენ, თავისუფალი სამყროსაკენ,  ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტები. 
მიუხედავად იმისა, რომ მართლაც შეიძლება სერიოზული კითხვები არსებობდეს უკრაინულ საზოგადოებაში ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს  უწყობს არა შურისძიებას, არა ოპონენტის  დევნას.

ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის სამართლებრივი გადაწყვეტილება და აძლევს საშუალებას ყოფილ პრეზიდენტს გასცეს იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც  მის მიმართ არსებობს. არადა, ძალიან დიდი დაპირისპირებაა დღევანდელ პრეზიდენტსა და პოროშენკოს შორის.  ყველა პროგნოზით, ეს დაპირისპირება იქნება საპრეზიდენტო არჩევნებზე  და ამ ორ ადამიანს შორის რეიტინგებში განსხვავება არც თუ ისე დიდია. ეს რომ ყოფილიყო საქართველოში და ამის მაგალითი გვაქვს, ქართველი მმართველობისა და იმ მენტალობისგან,  რაც დღეს არის ივანიშვილის მხრიდან, ბუნებრივია, პოროშენკოს დააკავებდნენ, რაც მოხდა კიდეც სააკაშვილის მიმართებაში.

აქ ორი განსხვავებული არჩევანი იყო, პრეზიდენტი ზელენსკის არჩევანი - ქვეყანა წავიდეს წინ, გახდეს ევროპის ნაწილი, გახდეს ძლიერი და უსაფრთხო და მეორე - ბიძინა ივანიშვილის არჩევანი, რომ საქართველო იყოს მისი სამოქმედო ტერიტორია,  მისი ბიზნეს საწარმო, რომ მართოს ყველაფერი, მთელი ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში, ხელისუფლება და ინსტიტუციები მიიტაცოს, თვითონ გამდიდრდეს, ქვეყანა იყოს ღარიბი და მოქალაქეები იყვნენ ღარიბები ", -  განაცხადა მინაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები