ირაკლი კობახიძე - ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა, მათ აქვთ სრული მოტივაცია, გააგრძელონ საქმის კეთება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში

დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყველა ლიდერი არის მოწოდების სიმაღლეზე, მათ აქვთ სრული მოტივაცია გააგრძელონ საქმის კეთება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“. 

მისი თქმით, დღეს გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, რომლებსაც შეუძლიათ სათანადოდ საქმის კეთება. 

"პრემიერი არის ღირსეული, პარლამენტის თავმჯდომარე არის ღირსეული, მერი არის ღირსეული და სწორედ ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ გასული წლის განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ზურგს უმაგრებს გამოცდილება, შესაბამისი განათლება და მისი დამსახურებაა ის, რომ 2021 წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. რაც იყო მეორე მაჩვენებელი მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყველა ლიდერი არის მოწოდების სიმაღლეზე და მათ აქვთ სრული მოტივაცია გააგრძელონ საქმის კეთება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში. ხშირი ცვლილება ასეთი ლიდერების დონეზე, რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები