ჯენ ფსაკი - ნებისმიერი რუსული ძალის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი

ნებისმირი რუსული ძალის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იქნება განახლებული შეჭრა და ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი, ერთიანი პასუხი, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან მკაფიო იყო: თუ ნებისმიერი რუსული ძალები უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ, ეს იქნება განახლებული შეჭრა და ამას მოჰყვება აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების მხრიდან სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი.

ხანგრძლივი გამოცდილებიდან პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე იცის, რომ რუსეთს აქვს აგრესიული ქმედებების ფართო კრებული, რომელიც სამხედრო მოქმედებების გარდა, მოიცავს კიბერთავდასხმებს და ნახევრად სამხედრო ტაქტიკებს. დღეს მან დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს მოჰყვება გადამწყვეტი, შესაბამისი და ერთიანი პასუხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სადამსჯელო ზომები რუსეთის შეჭრის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული. მისივე თქმით, რუსეთის „მცირე შეჭრას“ შესაძლოა, მოჰყვეს ნაკლები რეაგირება, ვიდრე ფართომასშტაბურ ინტერვენციას.

მსგავსი სიახლეები