დმიტრო კულება - უკრაინა არ აპირებს დასავლეთის უუნარობის გამო საკუთარი სისხლით გადაიხადოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინა არ აპირებს, ისევ საკუთარი მოქალაქეების სისხლით გადაიხადოს პარტნიორების უუნარობის გამო და პარტნიორებს მოუწოდებს, რუსეთის ქმედებებზე დასკვნები დროულად გამოიტანონ.

"არანაირი ეჭვი არ შემაქვს იმაში, რომ შეერთებული შტატები მხარს გვიჭერს და პირადად პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერს უკრაინას. არც იმაში, რომ აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე გადასვლის შემთხვევაში, აშშ-ს და ევროკავშირს სხვა არჩევანის საშუალება არ ექნებათ, გარდა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისა“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

მისივე თქმით, როდესაც საუბარი რუსეთის უკრაინაში პოტენციურ შეჭრაზეა, არ შეიძლება ის „პატარასა ან დიდზე“ დავყოთ, რადგან რუსეთი უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა და უკრაინელ ჯარისკაცებს კლავს. 

მინისტრი დასავლეთს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების სწრაფად დაწესებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები