ზურაბ ბატიაშვილი - რუსეთი თუ საბჭოთა კავშირის აღდგენს გეგმავს, მასში აუცილებლად უნდა იყოს უკრაინა და საქართველო

რუსეთი თუ საბჭოთა კავშირის აღდგენს გეგმავს, მასში აუცილებლად უნდა იყოს უკრაინა და  კავკასია,  კავკასიაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობის ქვეყანა - საქართველო -  ამის შესახებ "რონდელის ფონდის" მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, უკვე ყველასაათვის აშკარაა, რომ პუტინი აგრესიას გეგმავს, რაც გამოწვევაა დასავლეთისათვის, ასევე საფრთხე საქართველოსთვის. 

"სიტუაცია მიდის ესკალაციისკენ და ბაიდენის განცხადება, რომ მოსალოდნელია შეჭრა,  ამის დასტურია, რომ  არავის აქვს ილუზიების პუტინის ქმედებებთან დაკავშირებით. თუ აქამდე იყო მოსაზრება,  რომ ამას  რუსეთი ბლეფისთვის იყენებდა, ახლა უფრო მოიმატა მოსაზრებამ,  რომ ის მართლაც აპირებს უკრაინაში შეჭრას და მართლაც აპირებს საბჭოთა კავშირის აღდგენას,  რასაც ამ ხნის განმავლობაში საქართველო ხმამაღლა აცხადებდა.  2008 წლის ომიც ამის დასაწყისი იყო, რუსეთის აგრესიის, რომელიც ბევრს არ სჯეროდა.  

დავინახეთ, რომ პუტინი აპირებს საბჭოთა კავშირის აღდგენას და გამოწვევის წინაშე არის მთელი ცივილიზებული სამყარო, დასავლეთი.  მათ გამოფხიზლებასაც ვხედავთ, რომ მეტი ყურადღება იყოს ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უსაფრთხოებაზე.  რადგან,  თუ საბჭოთა კავშირი უნდა აღდგინოს რუსეთმა,  მასში აუცილებლად უნდა იყოს უკრაინა დ მეორე - კავკასია,  კავკასიაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობის ქვეყანა - საქართველო" - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა. 

მისი თქმით, რუსეთი საქართველოს გარეშე კავკასიას ვერ გააკონტროლებს, აღსანიშნავია, რომ  საქართველოზე გადის ბაქო ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა. 

"რუსეთი საქართველოს გარეშე გეოგრაფიულად ვერ გააკონტროლებს კავკასიას,  რადგან  კავკაციის ცენტრშია საქართველო. ასევე პუტინის გადმოსახედით, საქართველო შეიძლება გახდეს აზერბაიჯანსა და მის ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ზემოქმედების საშუალება. საქართველოს გავლით უკავშირდება აზერბაიჯანი გარესამყაროს, ვერც ირანით და ვერც სომხეთით,  ამას ვერ გააკეთებს, მითუმეტეს ვერც რუსეთით", - განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები