ბექა ბასილაია - ამ საქმეების პერსპექტივა არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურის უარს გაასაჩივრებენ. 

როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, ამ საქმის საბოლოო პერსპექტივა სტრასბურგის სასამართლოა. 

"სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნამაც დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს მიღებული დაზიანებები და ის არის დაზარალებული პირი. ყველანაირი წინაპირობა არსებობს მისი დაზარალებულად ცნობისათვის, მაგრამ რადგან პროკურატურა ამას არ აკეთებს, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ.  სსკ-ის გათვალისწინებული ყველა საფეხურს გავივლით, თუმცა გვესმის, რომ ზემდგომი პროკურორი და შემდგომ სასამართლოც ეს არის ერთიანი სისტემა, რომელიც ექვემდებარება „ქართული ოცნების“ და ოლიგარქის პოლიტიკურ დავალებებს და ქვეყნის შიგნით სამართლის პოვნა არის უკიდურესად რთული. ყველას კარგად გვესმის, რომ საბოლოო ჯამში ამ საქმეების პერსპექტივა არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში", - განაცხადა ბასილაიამ. 

დღეს მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ამსახველ ვიდეოკადრებს ნახავენ,  შემდეგ ისინი რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები