ნიკა გვარამია - რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და უფრო მძიმე

რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და უფრო მძიმე,  თრევის ეპიზოდია და ძალიან მძიმეა ეს ეპიზოდი სანახავად, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც  ადვოკატები  მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებს გაეცნენ.

ნიკა გვარამიას თქმით, ნახეს  ის ვიდეომასალა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს არ გაუსაჯაროებია.  

"რაც ჩვენ ვნახეთ არის გაცილებით უფრო მძაფრი და უფრო მძიმე. შეყვანის კადრები არის მძემე სანახაობა, ძალის გამოყენებაა... თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა ეს ეპიზოდი სანახავად და რაც მთავარია ჩანს, რომ ორკესტრირებულია ე.წ. შუმოკი და უმძიმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც ცხვარიაშვილის მოადგილეა. 

ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა, ვიდრე გიორგაძე, რომელიც ეუბნება, რომ შენი აშენებული როა, იმიტომ დაგჩხავიან თავზე, ანუ ეუბნება, რომ რაც დაიმსახურე ის ხდებაო", -  განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები