საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა

საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა. ამის შესახებ ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელის, მარინა კალიურანდის და მირიამ ლექსმანის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ განხორციელდება, რადგან თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, ჩაერთოს პროცესში.

ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობის შესწავლას, რომლის მიზანი იყო პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და დადასტურებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციისა და ინტერესების გათვალისწინება. 

ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული.

ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ჩვენი მისწრაფების და მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები