სალომე სამადაშვილი - ეს არის ზურგის შექცევა კიდევ ერთხელ და მორიგ ჯერზე ევროკავშირისათვის

ევროპარლამენტარების განცხადება ჟან მონეს ჩაშლილ დიალოგსა და არშემდგარ ვიზიტზე პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა.  ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოში  21-22 იანვარს  ევროპარლამენტარების დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა, რისი მიზეზიც პარლამენტის თავმჯდომარის  შალვა პაპუაშვილის მიერ  დროის ვერ გამონახვა გახდა. 

ჩაშლილ დიალოგსა და ხელისუფლების პოლიტიკურ ვექტორზე Front News-ს  პარლამენტის ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, დიპლომატი სალომე სამადაშვილი ესაუბრა. 

- ქალბატონო სალომე, პირველ რიგში,  რომ გვითხრათ, რას წარმოადგენს ეს დიალოგი, რომლის შესახებ ასეთი სკანდალური ფორმით მისი  ჩაშლით გავიგეთ?

- ჟან მონეს დიალოგი ეს არის ფორმატი, რომელიც ევროკავშირმა შექმნა, რათა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს დიალოგისთვის, რომელიც ხელს  უწყობს ერთის მხრივ,  ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას, მეორე მხრივ, ევროკაშვირთან ქვეყნის დაახლოებას.  შარლ მიშელის შეთანხმების ფარგლებში სწორედ ერთ-ერთი პუნქტი შეეხებოდა იმას, რომ ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ამ მიმართულებით და შეიქმნება ჟან მონეს დიალოგის ფორმატი. 

ამ დიალოგის ფარგლებში  ევროპარლამენტის წევრები და საქართველოს პარლამენტის წევრები შექმნიან,  შეიძლება ითქვას,  თანამშრომლობის ახალ ფორმატს. სწორედ ამ დიალოგის პირველი შეხვედრა უნდა გამართულიყო და ამისთვის უნდა ჩამოსულიყვნენ ჩემი კოლეგები საქართველოში, მაგრამ როგორც ჩანს,  ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ჩათვალა,  რომ ამ დიალოგის გამართვა ამჟამად არ იყო მათთვის საინტერესო. 

თავისთავად ის, რომ ევროპარლამენტარებმა ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთეს, ეს აჩვენებს, რომ ისინი უკიდურესად შეშფოთებული არიან. "ქართულმა ოცნებამ" მიშელის დოკუმენტიდან გასვლით ძალიან ნათელი გზავნილი გაუკეთა ევროკავშირს, რომ მათთვის არ არის საინტერესო ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, ეს არის კიდევ ერთი  მსგავსი გზავნილი. 

- ამ დიალოგის შესახებ ოპოზიციას რა ინფორმაცია ჰქონდა  და თუ უნდა მიგეღოთ თქვენც მასში მონაწილეობა?

- ცხადია,  დიალოგში არ მონაწილეობს მხოლოდ ხელისუფლება, ოპოზიციაც მონაწილეობს. ჯერ კიდევ დეკემბერში  ვიყავი ვიზიტით ევროპაში, მათ შორის მქონდა შეხვედრა იმ დეპუტატებთან,  რომლებიც ჟან მონეს დიალოგში მონაწილეობას აპირებდენ, მაცნობეს,  რომ იანვარში აპირებდნენ ჩამოსვლას  ამ დიალოგის გასამართად, მაგრამ  როგორც ჩანს,  მმართველ გუნდთან შეთანხმება ამ საკითხზე ვერ მოხერხდა. 

- რამდენად  შესაძლებელია ეს დიალოგი მაინც გაიმართოს?

- ვერ გეტყვით, თუ "ქართული ოცნების" პოზიციაა, რომ ეს დიალოგი არ უნდა გაიმართოს, მაშინ,  ალბათ,  ვერც მოგვიანებით შედგება.   

- როგორ შეიძლება "ქართული ოცნების" ეს ნაბიჯი შეფასდეს?

-  "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით ილუზიები არავის აქვს, მათ შორის ევროპარლამენტში, სასაცილოდ მიაჩნიათ მათ განცხადებები, რომ 2024 წელს "ქართული ოცნება" გეგმავს ევროპარლამენტში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანას, რადგან ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ ძალამ ჩიხში შეიყვანა ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან. "ქართული ოცნების" რეპუტაცია უარესად ვერ დაზიანდება, რადგან ის არის უკვე უკიდურესად დაბალ ნიშნულზე, მაგრამ ქვეყნისთვის ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. 

დღეს ჩვენ გვჭირდება ყველანაირი დახმარება, რაც შეიძლება დასავლეთიდან მივიღოთ, ამ დროს გაუცხოება ჩვენი საუკეთესო მეგობრების საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რა თქმა უნდა,  აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს.  ეს არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ ეს ხელისუფლება თუ არ შეიცვლება, საქართველო ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწევს დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით. "ქართული ოცნების" დღის წესრიგში არ არის საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოება.  ვხედავთ, რომ გააქტიურდნენ ქვეყანაში ის ჯგუფები, რომლებიც საუბრობენ, რომ უნდა გადახედოს საქართველომ საგარეო ორიენტირებს.  ვხედავთ, რომ რუსეთი ზრდის ზეწოლას, ამის პარალელურად,  საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმის ნაცვლად,  რომ ამყარებდეს ყველანაირ კავშირებს,  რაც ჩვენ დასავლეთში გვაქვს, იქცევა ამის საპირისპიროდ. 

ეს არის ზურგის შექცევა კიდევ ერთხელ და მორიგ ჯერზე ევროკავშირისათვის.  იმ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენი რეგიონია,  მსგავსი განაცხადი ევროკავშირისთვის ზურგის შექცევა, ვფიქრობ არის, უბრალოდ,  სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები