ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა გლოლის მოსახლეობასთან ვაქცინაციის შესახებ შეხვედრა გამართეს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება.ვაქცინაციის შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტში გაიმართა. 

იმუნიზაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის მოსახლეობასთან გამართეს და შეკრებილ საზოგადოებასთან აცრის მნიშვნელობასა და კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიან პროგრამაზე ისაუბრეს. 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა და ეპიდემიოლოგმა ნონა ბაკურაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. 

როგორც შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, იმუნიზაცია ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია პანდემიის დასამარცხებლად. ამასთან მათ ხაზი გაუსვეს მთავრობის გადაწყვეტილებას ვაქცინაციის წახალისებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება, რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ. ყველა მათგანს ვაქცინაციის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება.

შეხვედრის დასასრულს სერგი ხიდეშელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, დაიცვან საკუთარი და გარშემომყოფი ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

"მოსახლეობასთან შეხვედრა გავმართეთ და ვისაუბრეთ კოვიდპანდემიასა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. იმუნიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია პანდემიის დასამარცხებლად და მინდა მოვუწოდო, ჩვენს ყველა მოქალაქეს, აიცრან და გადაარჩინონ გვერდით მყოფების სიცოცხლე“, - განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა.

უახლესი ამბები