არმენ სარქისიანი - ძალიან დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე, გადავდგე სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თანამდებობა დატოვა.

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არმენ სარქისიანი აღნიშნავს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება არ არის ემოციურ ფონზე მიღებული და ის გარკვეულ ლოგიკას მისდევს.

"ძალიან დიდხანს ვიფიქრე და ოთხწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე გადავდგე სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან. ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება და გარკვეულ ლოგიკას ემყარება. პრეზიდენტს არ აქვს საჭირო ინსტრუმენტები, რათა ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში გავლენა იქონიოს პროცესებზე შიდა და გარე პოლიტიკაში. 

უნიკალურ რეალობაში ვცხოვრობთ, რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზე. რეალობაში, რომელშიც მას არ შეუძლია, დაადოს ვეტო კანონებს, რომელსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანმიმართულად მიიჩნევს. რელობაში, რომელშიც პრეზიდენტობა განიხილება არა როგორც სახელმწიფოებრივი უპირატესობა, არამედ საფრთხე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისთვის. რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რითაც შეძლებს, ქვეყანას დახმარება აღმოუჩინოს. პრეზიდენტს არ გააჩნია ქვეყნისთვის ამ რთულ დროს საშიანო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები“, – ნათქვამია სარქისიანის განცხადებაში.

სარქისიანი პრეზიდენტად 2018 წლის მარტში აირჩიეს. 